“აუცილებლად წამოიწევს “გაზპრომის” საკითხი”- უმცირესობა პრეზიდენტს შეკითხვებს “გაზპრომთან” დაკავშირებითაც დაუსვამს

ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი,”ზონდერები”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, პრეზიდენტს კითხვებს ფრაქციების ფორმატში დაუსვამენ. როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კითხვები ძირითადად ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს შეეხება. ასევე ყურადღება გამახვილდება “გაზპრომთან” არსებულ მოლაპარაკებაზეც.
,,ქვეყანა იმყოფება მძიმე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ კრიზისში და სწორედ ეს საკითხები იქნება მნიშვნელოვანი. აუცილებელია ითქვას და დაიდოს გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. როგორ დავასტაბილუროთ ლარი, გადავლახოთ არაფორმალური მმართველობა. აუცილებლად წამოიწევს “გაზპრომის” საკითხი”, – განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში 14.00 საათზეა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში2015 წლის ნოემბრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტები შესაძლოა ჩაშლილად გამოცხადდეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან