აუცილებლად მივცემ რუს დეპუტატებს შენიშვნას – ვოლსკი დუმის დეპუტატებისგან “რუსთავი2”-ის დახურვის დაანონსებას ეხმაურება

რუსეთის დუმაში „რუსთავი2“-ის დახურვის დაანონსებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ის აუცილებლად მისცემს შენიშვნას რუს დეპუტატებს ქართულ მედიაზე საუბრის გამო, თუმცა საუბარს ვერ აუკრძალავს.

ვოლსკი ამბობს, რომ მან არ იცის რა მოხდება 18 ივლისს, როცა სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

“რუსი დეპუტატებისაგან რას ნიშნავს ქართულ მედიაზე საუბარი? აუცილებლად მივცემ მათ შენიშვნას, რომ ქართულ მედიაზე ნუ საუბრობენ. თუმცა ვერ ავუკრძალავ. იმის მოლოდინი 18-ში რა მოხდება, ვერ ცვლის იმ მდგომარეობას რა გვაქვს.

რუსი იტყვის, ფრანგი თუ ყაზახი მნიშვნელობა არ აქვს, 18 -ში სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს ამ საკითხზე. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ წინასწარ რაიმე ვიცით ამ თემასთან დაკავშირებით ,თუმცა გარკვეულ ეჭვებს აჩენს თვითონ “რუსთვი2″ ამ საკითხებთან მიმართებაში და ასეთი აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკა, რაც გააჩნიათ,”- განაცხადა გია ვოლსკიმ

საქართველოს სანქციების დაწესების პარალელურად, რუსეთის დუმაში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″”-ის დახურვას აანონსებენ.

“რასია 24”-თან სატელეფონო ინტერვიუში სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 18 ივლისს ტელეკომპანიის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. ლეონიდ სლუცკის თქმით, არ არის გამორიცხული სასამართლოს შემდეგ არხი დაიხუროს ან კანონიერ აქციონერებს გადაეცეს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ქართველი ქალი მოკლეს
შემდეგი სტატიასავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ევაკუაცია გამოცხადდა