აუცილებელია ვნახოთ ვინ ატარებს ხოლმე საველე სამუშაოებს – მდინარაძე NDI-ის კვლევაზე

ჩვენ გვაქვს მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით სამჯერ მეტი რეიტინგი, რაც ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯოდმარემ მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას:

“აუცილებელია ჩვენ ვნახოთ, თუ ვინ ატარებს ხოლმე საველე სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რამდენად ობიექტურია კვლევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კვლევები წარსულში არასდროს ობიექტური არ ყოფილა, მით უმეტეს, პოლიტიკურ ნაწილში. ჩვენ მას ნდობას ვერ გამოვუცხადებთ, რადგან ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას, თუმცა შეიძლება მაინც ვილაპარაკოთ გარკვეულ ტენდენციებზე. ამ კვლევითაც კი, რომელიც კრიტიკულად გამოხატავს ხოლმე ჩვენს მიმართ პოზიციებს, ჩვენ გვაქვს სამჯერ მეტი რეიტინგი მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან, რაც ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიNDI ისევ არ იშლის თავისას და კვლავ აგრძელებს უსინდისობის რეიტინგების გამოქვეყნებას
შემდეგი სტატია„აუდიტორია 115“-ის წევრი: პარლამენტის თავმჯდომარე შეშინებული ჯერ გუშინ გაიქცა უნივერსიტეტიდან და მერე ფილარმონიიდან