აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა შეაჩეროს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა – TI სახელმწიფო ინსპექტორზე

მიუხედავად იმისა, რომ განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები ეფექტურ რეფორმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე აპელირებენ, წარმოდგენილი საკანონდებლო პაკეტი არ ეხმიანება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებს.

ორგანიზაცია დეტალურად მიმოიხილავს, რა ხარვეზებს შეიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი

„ქართული ოცნების” წევრებმა ცვლილებების ინიცირება არსებული გამოწვევების შესწავლისა და კონსულტაციების გარეშე განახორციელეს და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს. ნამდვილი მიზანი კი, როგორც ჩანს, არა რეალური რეფორმის ჩატარება, არამედ სტრუქტურის მექანიკური დაშლა და თანამდებობაზე ახალი პირების არჩევაა” ვკითხულობთ TI-ს განცხადებაში.

გამჭვირვალობა აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა შეაჩეროს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და რეფორმის ჩატარების მიზნით გამართოს ფართომასშტაბიანი კონსულტაციები სახელმწიფო ინსპექტორთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მიმართ არანაირი კანონი, წესი, არაფერი არ მოქმედებს – ხოშტარია
შემდეგი სტატიაიმედია, ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდები – სასამართლოში გოგი წულაიას პროცესი ჩაინიშნა