“აუცილებელია საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო” – გიორგი კანდელაკი

დღეს, 8 აგვისტოს “ევროპული საქართველოს” ლიდერები იმყოფებოდნენ ერგნეთში, საოკუპაციო ზოლთან, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რუსეთის აგრესორობას და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, რომ წამოწიონ საქართველოს ოკუპაციის საკითხი და გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე მათ ხელში არსებულ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

“ომის დაწყების თარიღი არის რა თქმა უნდა 7 აგვისტო, ასე აღნიშნავს მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოსა და რუსეთი მთავრობების გარდა, მაგრამ დღეს 8 აგვისტოს ჩვენ არამხოლოდ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც შეაჩერეს მტრის სწრაფი შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ სწორედ აქედან, საოკუპაციო ხაზიდან გვინდა ხაზი გავუსვათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის არამხოლოდ გახსენება ამ დღეების, არამედ მომავალზე ფიქრი და დეოკუპაციაზე ფიქრი, დეოკუპაცია რა თქმა უნდა შეუძლებელია საერთაშორისო ასპარეზზე , დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის გარეშე. ბოლოს, როცა შეხვდნენ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები სამწუხაროდ არ იქნა დაძრული საქართველოს საკითხი, როგორ შეიძლება ეს იყოს კარგი თუ ამერიკის პრეზიდენტი არ დაძრავს საქართველოს საკითხს, როგორ შეიძლება ეს ჩაითვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებად. სწორედ 8აგვისტოს საოკუპაციო ხაზიდან ჩვენ გვინდა მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აუცილებელია საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო.”- განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა

“ოკუპაციისადმი ყოველგვარი შემრიგებლობა ჩვენ და ჩვენს შვილებს გვართმევს მომავალს, ამიტომ ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, რომ ხელი ჩავიქნიოთ და მომავლისთვის არ ვიბრძოლოთ, მაგრამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ არის მხოლოდ სადღეგრძელოები, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ნიშნავს ამ ქვეყნის ფეხზე დაყენების სურვილს, რომელიც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება, ის რომ ამ ოკუპაციის ხაზის პირა სოფლები არიან მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ის რომ ვეტერანებს მიხედვა სჭირდებათ, ის რომ დევნილებს სჭირდებათ სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლებას ამის რესურსი არ ჰყოფნის და მათ შორის ამიტომ არის საჭირო ცვლილებები, ამიტომ როდესაც ვლაპარაკობთ ოკუპაციაზე, ოკუპაციისადმი ბრძოლაზე და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე, ეს ყველაფერი სინამდვილეში გამოიხატება კონკრეტულ საქმეებში და საქმეები უნდა მეტყველებდეს ჩვენს დამოუკიდებლობაზე, ჩვენს უნარზე რომ ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ.” -განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა

banner
წინა სტატიაშიამერიკელი სენატორი: ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში და ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით
შემდეგი სტატია„ნარჩენების რევოლუციიდან“ „სამი თითის ბუნტამდე“ – თბილისის შუქ-ჩრდილები