აუცილებელია რუსეთზე სანქციებით ზეწოლა, ვიდრე არ შეწყვეტს ომს და პატივს არ სცემს ევროპაში თავისუფლებას, რუსეთისთვის ამ აგრესიის ფასი უნდა გაიზარდოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს, ვიდრე ომს არ შეწყვეტს.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში ვიზიტით მყოფ ხორვატიის პრემიერ ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აუცილებელია რუსეთზე სანქციებით ზეწოლა, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ომს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ვიდრე არ გაათავისუფლებს ჩვენს მიწას და პატივს არ სცემს ევროპაში თავისუფლებას. მისთვის ამ აგრესიის ფასი უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა შეძლებს ყველა სირთულის დაძლევას და გახდება ევროკავშირის წევრი.

„ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოსთან უნდა ვისაუბროთ გაგებით, რადგან უკრაინამ გამოავლინა სურვილი, გახდეს ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ევროკავშირის წევრი. ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, არ არის მხოლოდ ჩემი რიტორიკა, ან უბრალოდ ჩვენი საზოგადოების სურვილი. ჩვენ ამას ვაჩვენებთ ყოველდღიურად. ჩვენი სახელმწიფო ახლა იძულებულია, დაძლიოს მთელი რიგი პრობლემები. საჭიროა ტექნოლოგიები. ჩვენ არ გვაქვს წვდომა, როგორც ევროპის ყველა ქვეყანას ან ალიანსის ყველა ქვეყანას. ასეთი შესაძლებლობები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მათზე გავალთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

წინა სტატიაშიმუდმივად ვუჭერდით მხარს უკრაინას პოლიტიკური, დიპლომატიური, ჰუმანიტარული და ტექნიკური თვალსაზრისით, ამ დახმარებას გავაგრძელებთ – ხორვატიის პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატიახარკოვის მახლობლად სამოქალაქო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები