აუცილებელია, NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება – იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს Twitter-ზე ეხმიანება და წერს, რომ რუსეთის აგრესიის პირობებში, NATO-მ აუცილებლად უნდა გამოასწოროს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომა, როდესაც საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

“აუცილებელია, NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება, როდესაც ალიანსის რამდენიმე წევრი არ დაეთანხმა უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას. ახლა მოქმედების დროა, რადგან პუტინი იყენებს უსაფრთხოების ვაკუუმს და ატერორებს მეზობლებსა და ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს”, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

Putin can be contained.
It’s necessary to correct the mistake of 2008 #NATO summit in Bucharest, when some members didn’t agree to #MAP for #Ukraine and #Georgia.
It’s time to act now, because Putin uses security vacuum, terrorizes the neighbours & all democracies.#UkrainetoNATO pic.twitter.com/2bSDLtg7uv

— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) April 10, 2021

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი, რომელიც ციხეში 44 წელი იჯდა უდანაშაულოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის თანხას ედავება
შემდეგი სტატიამდინარე ენგურის ტრაგედიის მსხვერპლთა – ელგუჯა გვალიას, მაყვალა გამისონიას, თამუნა ცატავას, თამაზ ბასლანძის სულების მოსახსენებელი პანაშვიდი თბილისში გადაიხადეს