აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უკრაინაში – გიული ალასანიას მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს

,,სასაოწარკვეთილი ვარ, რადგან ჩემს შვილს ჩემს თვალწინ კლავენ” – მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მიმართვას ავრცელებს, რომლის ადრესატი უკრაინის ხელსიუფლებაა.

“მინდა, მივმართო უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც არაერთხელ დაგვხმარებია, მაგრამ ახლა მისი თანადგომა განსაკუთრებით გვჭირდება.

აუცილებელია, რაღაც საშუალებებით მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უკრაინაში, რათა მას სათანადო მკურნალობა გაეწიოს.

წარმოიდგინეთ, შიმშილობის 35-ე დღე აქვს და შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს. ეს ხელისუფლებას არ ანაღვლებს და ერთადერთი, რასაც სთავაზობენ, ციხის საავადმყოფოა, სადაც არც შესაბამისი პირობები და სერვისი არ არსებობს.

ერთადერთი იმედი უკრაინაზეა, ყველას იმედი მაქვს, დეპუტატების, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ ზელენსკის” – აღნიშნულია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – პატრიარქი ვერავის შეიწყალებს
შემდეგი სტატიაგვარამია: სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ღონისძიების გამოცემაზე უარი თქვა