“აუცილებელია გამოძიების დაწყება ყველა იმ ნასაუბრებზე რაც მან წარმოთქვა” – კალაძე ჩანაწერების შინაარსზე

მე მგონია, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება ყველა იმ ნასაუბრებზე რაც მან წარმოთქვა – აცხადებს თბილისის მერი მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას. კახა კალაძე იმასაც ამბობს, რომ გამოსაძიებელია ვინ დააშანტაჟა ადამიანი, რომელმაც საუბრები ჩაიწერა:

“ეს ადამიანი, (მირზა სუბელიანი), რომელიც არის ყოფილი მაღალჩინოსანი და დღეს ზის ციხეში კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, თუ მას გააჩნდა რაიმე ამდაგვარი ჩანაწერები და ინფორმაციები, შეეძლო აქამდეც წარმოედგინა საზოგადოებისთვის, ეთქვა მოსახლეობისთვის.​ მე მგონია, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება ყველა იმ ნასაუბრებზე რაც მან წარმოთქვა და ასევე აუცილებელია მოხდეს გამოძიება თუ ვინ დააშანტაჟა ის კონკრეტული ადამიანი, ვინც დაავალდებულეს რომ ეს საუბრები ჩაეწერა და გამოეტანა.” განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისკანდალური ჩანაწერები-მმართველი გუნდი საპარლამენტო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერმა ზედამხედველობის განახლებული სამსახური – მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა