აუცილებელია, დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა აღნიშნული ქმედება დავით ერაძის ჟურნალისტურ საქმიანობას – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

თავდასხმა რუსთავი2-ის ჟურნალისტის სახლზე – კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საგამოძიებო უწყებებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

კოალიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დადგინდეს, უკავშირდება თუ არა მომხდარი დავით ერაძის ჟურნალისტურ საქმიანობას.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა აღნიშნული ქმედება მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

“კოალიცია, მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს სწრაფად, ჯეროვნად და სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთავი2-ის ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლს გუშინ ესროლეს, დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე ეგდო.

შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს. კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს

banner
წინა სტატიაშიფიზიკური ძალადობა ევროპის ჩემპიონზე და თავდასხმა დავით ერაძის სახლზე – მოსამართლე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ მამუკა ბახტაძეს 22 მარტს საპარლამენტო სესიაზე იბარებს