აუცილებელია არსებული შეღავათების კიდევ ექვსი თვით გადავადება ბიზნეს სექტორისთვის – გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მიმართავს. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, პირველი ივნისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნელებს საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ რაც ყოვლად მიუღებელია არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. გიორგი ვაშაძე ირაკლი ღრიბაშვილს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ადამიანებზე არსებული შეღავათების კიდევ ექვსი თვით გადავადება

„მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულებს მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის სრულად გადახდა, რაც ამ არსებულ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში ფაქტობრივად შეუძლებელ;ი და წარმოუდგენელია. ამიტომ, მოვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ კიდევ ექვსი თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ის შეღავათები რაც დღეს არის ზოგადად ქვეყანაში. კოვიდ კრიზისამდე უმძიმესი პირობები იყო ქვეყანაში კოვიდ კრიზისმა საერთოდ გააღარიბა და გაანადგურა ქართული ბიზნესი, დაგვაკარგინა ბევრი სამუშო ადგილი და რაც არის დარჩენილი იმის შენარჩუნება არის ამოცანა ნომერი პირველი. სამწუხაროდ ჯერ ჯერობით არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული იმისთვის, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეღავათები, რომელიც არის დღეს უნდა იყოს პირველი ივნისიდანაც იმიტომ, რომ ეკონომიკაში არაფერი შეცვლილა, არაფერი არ გაუმჯობესებულა იმისთვის, რომ ეს შეღავათები მოიხსნას. აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ დროული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხრიდან, რომ კიდევ ექვსი თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ეს შეღავათები კვლავ იმ კატეგორიაზე ვისზეც ვრცელდებოდა ამ ერთი წლის მანძილზე. რატომ იგვიანებთ? რატომ არ აკეთებთ ჩემთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია. უმძიმესი პირობებია ქვეყანაში, რამდენიმე სამუშო ადგილი რაც დაგვრჩა ამის დაკარგვის საშიშროება არსებობს თუ ამ შეღავათების გადავადება არ მოხდება. ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვაცალოთ ეს ბოლო შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს, დასაქმებულებს და შევხვდეთ ტურიზმის სეზონს მეტ ნაკლებად ნორმალურ პირობებში“ – გიორგი ვაშაძე

banner
წინა სტატიაშიყველა ადამიანი, ვინც შემოდის უნდა იყოს პისიარტესტირებული ბოლო 72 საათის განმავლობაში და ორჯერადად აცრილები
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანემ იღუმენი დანიელი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა (ვიდეო)