აუციელებელია ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს გაუგებარი გადაწყვეტილება – წულუკიანი

პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები, რომ აუცილებელია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ საზოგადოებისთვის და პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე განაცხადა.
„ჩვენ დღეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოვისმინეთ. პროკურატურა ამბობს და მათ მეც ვეთანხმები, რომ აუცილებელია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ, პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება. თუმცა, მოსამართლე დამოუკიდებელია. მან იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მან როგორც მიუკერძოებელმა არბიტრმა, მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში(video) მთავარ პროკურატურასთან ნიკა გვარამიას დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიასანდრო გირგვლიანის მამა – ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურება თვალწინ ცხადად მიდგას