ატვირთვის ადგილი მოსკოვი, ამტვირთავი გაბედავა-კილაძის სკანდალური განცხადება

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდაპირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრების ატვირთვაში გაზეთ ,,ქრონიკა+“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე გიორგი გაბედავას ადანაშაულებს.

კილაძემ ეს სკანდალური განცხადება ,,პოსტსკრიპტუმთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ბოლო სამი ფირი მოსკოვიდან აიტვირთა და სამივე შემთხვევაში ამტვირთავი ერთი და იგივე პირია. ელისო კილაძის თქმით, გაბედავა პირდაპირ არის დაკავშირებული ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვასთან.

„ქვეყანა საიდანაც პირადი ცხოვრების ამსახველი ბოლო სამი ფირი გავრცელდა გახლავთ რუსეთი. ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია, მე არ ვიცი რამდენად მოისურვებს ჩვენი სახელმწიფო ამ თემაზე საჯაროდ საუბარს. პირველი ფირი, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ პოლიტიკოსზე გავრცელდა, ამ ფირის ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ადგილი ცნობილი არ არის ჩვენი სპეცსამსახურისათვის.

მე შემიძლია გითხრათ, რომ სამივე შემთხვევაში ერთი პირია ამტვირთავი და ეს მოხდა მოსკოვში და ეს პირი გახლავთ ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა. ეს არის პირი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ღარიბაშვილის გარემოცვასთან. ის არც მალავდა და ძალიან ხშირად ინტერვიუებში, საჯარო სივრცეში ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია. ეს არის პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სუს-ის დაფინანსებით კენჭს იყრიდა დიღმის მაჟორიტარად, ანუ ქართულ ოცნებასთან საკმაოდ დაახლოებული პირია. მე ვიცი, რომ პროკურატურამ ჩხრეკის დროს რამდენიმე კომპიუტერში იპოვა, მანამ სანამ ეს მასალები გამოქვეყნდებოდა ეს და სხვა გამოუქვეყნებელი ფირები,“-განაცხადა ელისო კილაძემ.

https://youtu.be/biBw3ViEyFs

banner
წინა სტატიაშირით განსხვავდება ქსელური მარკეტინგი ფინანსური პირამიდისგან
შემდეგი სტატია(FOTO)გიორგი კვირიკაშვილი გალა კონცერტს დაესწრო