სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფინანსთა მინისტრს ვადას 21:00 საათამდე აძლევენ

სატვირთო ავტომობილების მძღოლების ნაწილი ფინანსთა მინისტრს ახალ ულტიმატუმს უყენებს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, თენგიზ მუშკუდიანის განცხადებით,თუ ხელისუფლება 2020 წლის ბოლომდე მისცემს მათ მუშაობის საშუალებას, ამავდრულად არ მოხდება დამატებითი გადასახადების დაწესება, აქციები შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვასა და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრს პასუხის მოსაფიქრებლად ვადას დღეს, 21:00 საათამდე აძლევენ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო ფინანსური აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ოპოზიციონერზე ჯგუფურ თავდასხმაში ადანაშაულებს