ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი საკაშვილს: “ჩემო მეგობარო მიშა, ამ ქარიშხალსაც გაუძლებ”

ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვალდის ზატლერსი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხმაურება და მას მხარდაჭერას უცხადებს. ზალტერსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის და ხალხის პატრიოტია და ის ციხეში არ უნდა იჯდეს.

“პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს! მას არაერთხელ შევხვედრილვარ, იყო ეს აგვისტოს ომი თუ 2012 წლის არჩევნები, რომელიც მან წააგო. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მან ღირსეულად გადააბარა მთავრობა. ხელისუფლების პირველი დემოკრატიული და მშვიდობიანი გადაცემა სააკაშვილის დამსახურებაა.

სააკაშვილს საქართველოსთვის ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ის იყო და არის ქართველი ერის პატრიოტი. ხშირად ვიხსენებ ჩვენს ბოლო სადილს თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში. იმ დღეს ბიძინა ივანიშვილის სანახავად უნდა წავსულიყავი. მიხეილ სააკაშვილს ვთხოვე, შეგიძლია მირჩიო, თუ როგორ მოვახერხო მასთან თანამშრომლური საუბარი-თქო. სააკაშვილმა ის კი არ მიპასუხა, ჩემს მტერთან რატომ მიდიხარო, ამის ნაცვლად რჩევები მომცა. მაშინ დავაფასე მისი ლიდერობის პოტენციალი, რომელიც მტრობაზე უფრო მაღლა დგას.

ჰოდა, აი ამ ადამიანს ვეუბნები: ჩემო მეგობარო მიშა, იყავი ასეთი ადამიანური ყოველთვის. შენ ბევრი კარგი გაქვს გაკეთებული… ამ ქარიშხალსაც გაუძლებ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ქართველი ერის გამარჯვებით დამთავრდება, – ამბობს ვალდის ზატლერსი.

banner
წინა სტატიაშიევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაიოსებ ხახალეიშვილი – ჩვენ გვყავს 13 ათასი სტუდენტი და ვალდებული ვართ, ამ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა შევქნათ