ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანი შეძლებს დაზიანებული ბირთვული ცენტრების აღდგენას

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ირანი შეძლებს დაზიანებული ბირთვული ცენტრების აღდგენას. როგორც სააგენტოში განაცხადეს, თეირანს აქვს შესაბამისი ტექნიკური ცოდნა, საწარმოო პოტენციალი და ამას ვერავენ უარყოფს. განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ ავსტრიაში ვიზიტისას გააკეთა.

გროსის თქმით, ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ნაწილი იერიშებს გადაურჩა. მან უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, თუ რა დროით წასწია უკან ირანის ბირთვული პროგრამა ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა.

„მე არ მომწონს ამის განხილვა ისე, თითქოს ქვშის სააათს ვუყურებდეთ. სამხედრო ოპერაციას აქვს საკუთარი ლიგიკა და მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ შევაფასო, ცუდი იყო ის თუ კარგი. ჩვენ გვაქვს ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა გროსიმ.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ირანთან მუშაობა გრძელვადინაი გამოსავლის მოსაძიებლად.

ცნობისთვის, ისრაელის სპეცსამსახურების წინასაწარი შეფასებით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანი „ძალზედ მნიშვნელოვანი იყო“.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ოპერაცია ისე არ წავიდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ჩვენ ვერ ვხედვათ ნიშნებს, რომ ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბებმა არ იმუშავეს. არავინაა იმედგაცრუებული“, – განაცხადეს ისრაელის დაზვერვაში.

თავის ,მხრივ ირანშიც განაცხადეს, რომ ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად, ბირთვული ობიექტები სერიოზულად დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშიფინეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა რუსეთთან საზღვრების დანაღმვაზე მუშაობენ
შემდეგი სტატიაუკრაინა მზადაა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს – ზელენსკი