ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმირების მხარდაჭერა დაადასტურა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 19:07

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა  დირექტორმა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმირების მხარდაჭერა დაადასტურა

მნიშვნელოვანი

  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმირების მხარდაჭერა დაადასტურა

სხვა სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორთან, იუკია ამანოსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით სააგენტოს როლი და საქმიანობა. ამასთან, ისაუბრეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

გენერალურმა დირექტორმა ქართულ მხარეს დაუდასტურა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულების რეფორმირების მხარდაჭერა და სააგენტოს ინტერესი გრძელვადიანი თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი საქართველოს 16-18 აპრილს სტუმრობს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 19:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,813
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics