ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი არ ფიქსირდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი არ ფიქსირდება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ექსპერტების თქმით, ქარხანაში ნაღმების ან ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ რაიმე ნიშანი არ აღმოუჩენიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ მათ მეტი წვდომა სჭირდებათ დარწმუნებისთვის.

IAEA-ს ექსპერტები ამბობენ, რომ „ბოლო დღეებსა და კვირებში შეამოწმეს ობიექტის ნაწილები, მათ შორის, დიდი გამაგრილებელი აუზის პერიმეტრის ზოგიერთი მონაკვეთი. ასევე, ჩაატარეს რეგულარული შემოწმება ადგილზე, ჯერჯერობით ნაღმების ან ასაფეთქებელი ნივთიერებების რაიმე თვალსაჩინო კვალი არ შეინიშნება“.

IAEA-ს ექსპერტებმა მოითხოვეს დამატებითი წვდომა, რომელიც აუცილებელია ნაღმების ან ასაფეთქებელი ნივთიერებების არარსებობის დასადასტურებლად. კერძოდ, მნიშვნელოვანია რეაქტორების მე-3 და მე-4 ბლოკების სახურავებზე, ასევე ტურბინის დარბაზების ნაწილებსა და ასაფეთქებელ ნაწილებზე წვდომა.

სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილია „ოპერატიული მონაცემები“, სადაც ნათქვამია, რომ „ასაფეთქებელი მოწყობილობები“ იყო განთავსებული ორი რეაქტორის ბლოკის სახურავზე.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – „ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელარუსში არ გადასულა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: უკრაინა ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია