reuters-ის ინფორმაციით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 35-წევრიანმა მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს ავალდებულებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ.
რეზოლუციის თანახმად, ირანმა უნდა განაცხადოს მის ხელთ არსებული გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ და ინსპექტორებს მათი გადამოწმების შესაძლებლობა მისცეს.
გავრცელებული ცნობით, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი 21-მა ქვეყანამ დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, ხოლო ათმა ხმის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
როგორც დიპლომატებმა დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რეზოლუციის მოწინააღმდეგეები იყვნენ – რუსეთი, ჩინეთი და ნიგერია. მათივე თქმით, ვენესუელას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.
















