ატოცში ნიღბიანი ცხენოსანი ოკუპანტები გამოჩნდნენ: ანტიოკუპაციური ჯგუფი ვიდეო-ფოტომასალას ავრცელებს

ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, 19 ოქტომბერს შეღობილ 330 მეტრის ცხაურებს რუსი ოკუპანტები ცხენოსანი პატრულით აკონტროლებენ, – ინფორმაციას ანტიოკუპაციური მოძრაობა ავრცელებს. დათო ქაცარავას ჯგუფის წევრებმა ფოტო და ვიდეომასალა “ფეისბუქზე” გაავრცელეს.

ანტიოკუპაციური ჯგუფის წევრები პოლიციამ საოკუპაციო ზოლის მიმართულებით საპატრულოდ გაატარა, თუმცა, ახალი ბარიერი დაუწესა და მათ პატრულირების ნება მხოლოდ ცხაურებიდან 135 მეტრის მოშორებით მისცა. ამის მიუხედავად, საოკუპაციო ზოლზე არსებული ვითარების გადაღება მათ სპეცმოწყობილობებით მაინც შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს ანა დოლიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატიაანიტა რაჭველიშვილის დაწყევლას საპატრიარქო ეხმაურება