ატლანტიკურმა საბჭომ უკრაინელ ხალხს ჯილდო გადასცა

ატლანტიკურმა საბჭომ გამოჩენილი ლიდერობისთვის უკრაინელ ხალხს ჯილდო გადასცა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ატლანტიკურმა საბჭომ აღნიშნული ჯილდო მთელ ერს გადასცა.

„ატლანტიკური საბჭო პატივს სცემს უკრაინის ხალხს განსაკუთრებული გამბედაობისა და გამძლეობისთვის რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შემოჭრის წინაშე“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დაჯილდოების ცერემონია ვაშინგტონში გაიმართა და მონაწილეებს ვიდეო ჩართვის საშუალებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა და ატლანტიკურ საბჭოს, უკრაინელი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშითუ იარსებებს ისეთი მდგომარეობა, რომ ვერც პენიტენციური სამსახურის და ვერცერთი კერძო კლინიკის მომსახურება ვერ აღმოჩნდება საკმარისი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება – სარჯველაძე
შემდეგი სტატიაოკუპანტი მთელი ხერსონის ოლქის დასაპყრობად ემზადება – „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა