ათობით თურქი მოზარდი სახელმწიფო ღალატის გამო დააკავეს

ათობით თურქი მოზარდი სახელმწიფო ღალატის გამო დააკავეს

3თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის გამო, სტამბოლის სამხედრო სკოლის 62 აღსაზრდელი დააკავეს -წერს The Telegraph-ი.
მოზარდების ადვოკატების თქმით, მათი ასაკი 14-17 წელია, ისინი აიძულეს ფორმა ჩაეცვათ და იარაღი (ცარიელი მჭიდებით) დააჭერინეს ხელში. 15 ივლისიდან, როცა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, ისინი ციხეში იმყოფებიან. მშობლებს მათთან შეხვედრის უფლება არა აქვთ.

ერთ-ერთი მათგანი სკოლაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა (სამხედრო სკოლაში არდადეგები იყო დაწყებული), რომ გამოცდა უნდა გადაებარებინა. სკოლიდან მშობელს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი ზეიმზეა დაპატიჟებული და ამიტომ სახლში ვერ მივა.
შვილი მშობელს დილით დაუკავშირდა და უთხრა, რომ მეთაურებმა მას ტელეფონი წაარვეს, მისცეს სამხედრო ფორმა, იარაღი და შენობის დაცვა უბრძანეს.
სხვა მოზარდების მშობლები ყვებიან, რომ მათ სკოლიდან დაურეკეს და მათი შვილები სკოლაში ცნობილ ფეხბურთელთან შეხვედრაზე დაპატიჟეს.

ადვოკატი ამბობს, რომ მთავრობის შურისძიების პოლიტიკის გამო, ისინი მოზარდების უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებენ.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე: ხელშეკრულებაში წერია, რომ სოციალური სახლების აშენება 9 ოქტომბერს, გამარჯვების შემდეგ დაიწყება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა წალენჯიხაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა