ათობით ქვეყანა კიბერშეტევებთან ბრძოლის შესახებ შეთანხმდა

50-ზე მეტი ქვეყნისა და 150-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენელები შეთანხმდნენ, რომ კიბერსივრცეში დანაშაულებებთან იბრძოლებენ, მათ შორის, არჩევნებში ჩარევისა და სიძულვილის რიტორიკის წინააღმდეგ. იუნესკოს შტაბ-ბინაში კონფერენციის მონაწილეებმა 12 ნოემბერს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის სათაურია “პარიზის მოწოდება კიბერსივრცეში ნდობისა და უსაფრთხოებისათვის”. ინიციატივას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა, იაპონიამ და კანადამ, ასევე, კომპანიებმა Facebook-ი, Google და Microsoft-ი. ამავე დროს, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა რუსეთმა, ჩინეთმა და აშშ-მ.

დოკუმენტის ინიციატორი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. “დღეს ინტერნეტს ძალიან კარგად იყენებენ ექსტრემისტები, ავტორიტარული რეჟიმები და ტერორიზმის პროპაგანდა. ეს რეალობაა, რომელსაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ” – მაკრონმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
მაკრონის თქმით, გარდაუვალია სახელმწიფოს მხრიდან ინტერნეტის უფრო მეტად გაკონტროლება. მან წინადადება წარმოაყენა ახალი სამართლებრივი სტატუსი შეიმუშაონ მსხვილი ონლაინ-პლათფორმებისთვის, რომელიც მათ მოვალეობებს გააფართოვებს საშიშ გზავნილებთან მიმართებაში.

გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამომავლოდ “ფეისბუქთან” ერთობლივ პროექტს შექმნიან. 2019 წლის დასაწყისში ფრანგი ჩინოვნიკები შეისწავლიან მეთოდებს, რომლის დახმარებითაც სიძულვილის ენის მატარებელი წინადადებები წაიშლება. მაკრონის თქმით, მსგავსი გამოცდილების მიზანი “სიძულვილის რიტორტიკასა და შეურაცხმყოფელ შინაარსთან ბრძოლაა”.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას დღიურ ნახევარ მილიონ ბარელამდე შეამცირებს
შემდეგი სტატიაAP: უკრაინაში ნაციონალისტები მოზარდებს მკვლელებად წვრთნიან