ათეულობით ტრაილერი გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გახსნას ელოდება

გუდაურამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია – ტერიტორიაზე მოხსნილია ზვავსაშიშროების რეჟიმი, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. თუმცა, შეზღუდვები ამ დრომდე შენარჩუნებულია საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.

მცხეთა-მთიანეთის გზაზე ათობით ტრაილერი გზის გახსნას ელოდება. როგორც კურიერთან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ზაზა აგულაშვილი, აცხადებს, მლეთა-გუდაურის გზა გაწმენდილია, თუმცა ლარსის საზღვრისკენ მიმავალ ტრაილერებზე შეზღუდვები რჩება.

„მთელი ღამის მანძილზე ვმუშაობდით. გზა გავწმინდეთ, მლეთა-გუდაურზე აღდგა მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის. შეზღუდვა მხოლოდ ტრაილერებისთვის და 30 ადგილზე მეტის მქონე ავტობუსებისთვის რჩება. შენარჩუნებულია გუდაურ-კობზე ზვავსაშიშროება. ველოდებით გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს ნებართვას, რომ დავიწყოთ სამუშაოები,“ – განაცხადა ზაზა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4174 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“რატომ გააგზავნა რუსეთმა საკუთარი ძალები საქართველოში? იმიტომ რომ მიგიწვიეს?”- ერდოღანი პუტინს მიმართავს