,,ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში…გადაგაყოლებთ ამ საქმეს!”-ზვიად კურპარავა

ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში, თითქოსდა თურმე ეძებდნენ რაღაც ნივთს, იღებდნენ რამოდენიმე კამერი და იქცეოდნენ ძალიან უხეშად-სკანდალურ ინფორმაციას ზაზა სარალიძის ადვოკატი ზვიად კუპრავა ავრცელებს

კზვიად კუპრავას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. აღნიშნულის შესახებ თავად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს.

,,ჩემთან სახლში ცხოვრობს ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილი… ოჯახს არ შეეხოთ თქვე ფარჩაკებო! იცით სადაც ვარ და მოდით აქ! სახლს და ჩემი ოჯახის წევრებს ახლოს არ გაეკაროთ! გადაგაყოლებთ ამ საქმეს!”-წერს კუპრავა

შეგახსენებთ, დღეს ზვიად კუპრავა საბურთალო პოლიციის განყოფილებაში იყო დაბარებული. გამოძიება მას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტს ედავება, რასაც თავად კუპრავა კატეგორიულად უარყოფს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კუპრავა საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას არ აპირებს, მისი განცხადებით იგი“პოლიტიკურ დაკითხვაში” მონაწილეობას არ მიიღებს. კუპრავას აღნიშნულ საქმეში სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

banner
წინა სტატიაშიგორში მაღაზია დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაედიშერ თოლორაიამ მაია ცქიტიშვილს კომბინატის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შენობისთვის გათბობის სისტემის დამონტაჟების თხოვნით მიმართა