ათენში, სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა

ათენში, სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინოფრმაციით, არავინ დაშავებულა. ჩაიმსხვრა შენობის მინები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი დაუდგენელი პირი სასამართლოსთან მოტოციკლით მივიდა და კიბეზე ჩანთა დატოვა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე მედიასაშუალებამ აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიუკანონოდ ნიშანდადებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოების 2 ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიათბილისში ავტომანქანის დაჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა