ათენში პარლამენტთან ახლოს აფეთქება მოხდა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ცენტრში, სავაჭრო ცენტრის შესასვლელში, ზურგჩანთაში არსებული ბომბი აფეთქდა.

აფეთქება სინტგამის მოედანთან ახლოს მოხდა, სადაც საბერძნეთის პარლამენტი მდებარეობს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში ანონიმური ზარი განხორციელდა. სამართალდამცავთა განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ბერძნული პარტიზანული ჯგუფების წარმომადგენლებმა აამოქმედეს.

აღსანიშნავია, რომ ეს აფეთქების პირველი შემთხვევაა საბერძნეთის ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის და მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს “მზარდი ტერორისტული საფრთხეების” შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს