ათენში ცრემლსადენი გაზით დაშალეს აცრის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია

ათენში გამართულ სავალდებულო აცრის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მინიმუმ ხუთი პროტესტანტი დააკავეს. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, ელექტროშოკი და წყლის ჭავლი გამოიყენეს პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად.

პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 3 500 ადამიანი მონაწილეობდა. ზოგიერთი მათგანი საეკლესიო პირი იყო, ზოგიერთს ხატები და საბერძნეთის დროშები ეჭირათ.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტანტებმა მოძრაობა გადაკეტეს და არ დაემორჩილნენ პოლიციის ბრძანებას, სავალი გზა გაენთავისუფლებინათ.

სალონიკშიც მოქალაქეებმა სავალდებული ვაქცინაციის წინააღმდეგ მიტინგი ჩაატარეს. ისინი მთავრობის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

banner
წინა სტატიაშიმერკელი: გერმანიისთვის უკრაინიდან გაზის ტრანზიტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა: ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს!