ათენში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს

ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც მოტოციკლით იყვნენ, ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი გეორგე კარაივაზი საკუთარი სახლის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს. კარაივაზი კერძო ტეელკომპანიაში STAR TV მუშაობდა და მას ბერძენი მაყურებელი კრიმინალური თემების გაშუქებით იცნობდა.

შემთხვევის ადგილზე 17 ვაზნაა ნაპოვნი, ჟურნალისტს მინიმუმ ექვსი ტყვია მოხვდა. თვითმხილველების თქმით, მკვლელებს სახე არ ჰქონიათ დაფარული.

banner
წინა სტატიაშისომხეთში სამხედრო ტყეების ნათესავები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმი გამოცხადდეს