ათენში 4-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა – მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ეძებენ.
ინფორმაციას Reuters სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 4 ადამიანი, რომელიც მანამდე დაკარგულად ითვლებოდა, უკვე იპოვეს და უსაფრთხოდაა, თუმცა სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნანგრევებს მაშველები სპეციალურად გაწრთვნილი ძაღლებით ჩხრეკენ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა. სახანძრო სამსახურში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მომიჯნავე ნაგებობაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.


















