ათათურქის სახელობის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. CNN Turk-ის ინფორმაციით, 29 ივნისის დილით აეროპორტში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის რამდენიმე თვითმფრინავი დაეშვა. ამავე დროს, 29 ივნისს თურქულმა ავიაკომპანიამ 340 რეისი გააუქმა.

ბოლო მონაცემებით, ათათურქის აეროპორტში სამი თვითმკვლელის თავდასხმას 36 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 147 ადამიანი. თავდამსხმელებმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს. თურქეთის ხელისუფლება ვარაუდოს, რომ ტერაქტი ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ორგანიზებულია.

ათათურქის სახელობის აეროპორტი თურქეთის უმსხვილესი აეროპროტია. ის ევროპაში მგზავრთა ნაკადის მიხედვით რიგით მესამე აეროპორტია.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს შავი ჭირია,დანდობის გარეშე უნდა ამოვძირკვოთ ეს ბოროტება