ათათურქის აეროპორტზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 11 ადამიანი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში ათათურქის აეროპორტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 11 ადამიანი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა.

30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 13 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის ერთ დაღესტნელი.

ამასთან, რუსული გამოცემა “კომერსანტი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თურქეთის პოლიციამ ჩრდილოკავკასიელებით დასახლებულ რაიონებში რედიები ჩაატარა.

ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 43 ადამიანი. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ორგანიზებულია.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული ამოცდების მიმდინარეობისას ელეტქრო ენერგია გაითიშა
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი კიშინოვში კონგრესს დაესწრო