ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

ტერაქტის მსხვერპლი 50-მდე გაიზარდა

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა.

თავდასხმის შედეგად ათობით დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” ორგნიზებულია. ამჟამად სპეციალისტები აეროპორტის კამერების ვიდეოჩანაწერებსა და თვითმხილველების მიერ მობილურით გადაღებულ ვიდეოკადრებს სწავლობენ, რათა თავდამსხმელთა ვინაობა დაადგინონ.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

ათათურქის საერთაშორისო აეორპორტში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩემთვის, როგორც ფილოსოფოსისთვის, ორი ქვეყანა, გერმანია და საბერძნეთი განსაკუთრებულია
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძე ჩვენებას დახურულ სასამართლო სხდომაზე მისცემს