ათათურქის აეროპორტში აფეთქებების შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 50-მდე ადამიანი

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილია სამი და დაშავებულია 50-მდე ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობითვე, თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მეორე ტერმინალის შესასვლელთან აიფეთქა თავი.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლა ისმოდა აეროპორტის ავტოსადგომის ტერიტორიიდან.

ამჟამდ აეროპორტიდან მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. ყველა რეისი გაუქმებულია.

banner
წინა სტატიაშითვითმხილველები სტამბულის აეროპორტში 4 ბოევიკზე საუბრობენ
შემდეგი სტატიასტამბოლის აეროპორტში მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა