ათასზე მეტმა პედაგოგმა სამსახურზე უარი თქვა

პენსიაზე გასვლის სანაცვლოდ ფულადი ჯილდოს მისაღებად განათლების სამინისტროში ათასზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 აგვისტოს ამოიწურა.

მასწავლებლები, რომლებმაც 20 აგვისტოს 24 საათამდე გამოხატეს სურვილი ჯილდოზე, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ ოქტომბრის დასაწყისში. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.

განათლების სამინისტრო შეახსენებს პედაგოგებს, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ განაცხადი სკოლის დირექტორის სახელზე, მათ 20 აგვისტოს 24 საათამდე აქვთ ამის შესაძლებლობა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი 3 თვეში – შსს მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატიამოკლეს „რუსთავი2“, კლავენ „ტვ პირველს“ – ნოდარ მელაძე