ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილ კონკურსში დააჯილდოვა

2017 წლის 9 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამორჯვებულები გამოვლინდნენ. ესენი არიან – კომპანია „ჯეოსელი“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსიდა კომპანია „დიო“.
ღონისძიება გახსნეს და გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას ბერლინელმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ერიკა კვაპილოვამ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ჯილდო „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შემდეგი მიღწევებისთვის გადაეცათ:
აქტიურად უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობას და ქალების მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში. დასაქმებაში გათვალისწინებულია გენდერული ბალანსი და აკადემიური თანამდებობის 40% ქალებს უკავიათ. უნივერსიტეტის ხუთი ფაკულტეტიდან კი – ოთხს ქალი ხელმძღვანელობს.
თანამშრომლებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამებში, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. უნივერსიტეტი აფინანსებს სოციალურად დაუცველი ქალების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტების სწავლას. დასაქმების პოლიტიკა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ზღუდავს სამუშაოს მაძიებლების სქესს, ასაკსა და ფიზიკურ მონაცემებს. ოჯახური ვალდებულებების მქონე და ორსული ქალები მეტი შეღავათებით სარგებლობენ, სახელფასო პოლიტიკა თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.
კონკურსი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ შემუშავებული ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზების მიზნით. კერძოდ, აღნიშნული კონკურსი ეძღვნება ს მეოთხე პრინციპის – ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ბიზნესში გენდერული თანასწორობისთვის – პოპულარიზებას. აღნიშნული პრინციპი პასუხობს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ძირითად ამოცანას – უზრუნველყოს ქალები თანაბარი შესაძლებლობებით.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „ჯიხა“ მაუწყებლობას 13 მარტს განაახლებს
შემდეგი სტატიახელისუფლებას სურს, რომ პრეზიდენტსაც აუკრძალოს გარკვეული თემების განხილვა და მსჯელობა