ათასი რუსი ოკუპანტი, სამხედრო ტექნიკასთან ერთად, ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაადგილდება – ანდრიუშენკო

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, ათასი რუსი ოკუპანტი, სამხედრო ტექნიკასთან ერთად, ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაადგილდება.

ანდიუშენკო საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ ოკუპანტთა უმეტესობა 23 წელზე ნაკლები ასაკისაა, რომელთაგან ზოგიერთი, შესაძლოა, ახალწვეულიც იყოს.

“რუსი ოკუპანტების დაახლოებით 1 000 არაადამიანი, რომლებიც დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე იმყოფებოდნენ, დემიანივკა, სტაროდუბოვკა , ზახაროვკას ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში, სამხედრო ტექნიკასთან ერთად დილით კოლონებით გადავიდნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით… სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობა 23 წლამდე ახალგაზრდები არიან, ნაწილი წვევამდელი”, – წერს ანდიუშენკო.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებამ ალბათ თავად მოისმინა, რომ კელი დეგნანისადმი ჩემს წერილში კითხვებზე პასუხი სამწუხაროდ ვერ მივიღეთ – ყაველაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში რუსი ბლოგერი, ალექსეი რომანოვი არ შემოუშვეს