ატენის ქუჩაზე მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები არიან მამაკაცის დედა და და.

შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – აქციები და პროტესტი არ შეწყდება, ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“ – დაამთავრე ამპარტავნება, ტყუილი, წამოდი კონსენსუსზე
შემდეგი სტატიააქციები გაგრძელდება