„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია.

უწყების ცნობით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

დღემდე საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში იყო შესაძლებელი.

გარდა ამისა, დღეს 20:00 საათიდან, „სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება.

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პლატფორმა booking.moh.gov.ge-ის ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე – 15 22.

banner
წინა სტატიაში„სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება
შემდეგი სტატიაღაზის სექტორში იერიშის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა