“ასტრაზენეკას” ვაქცინის დანაკარგი 3%-ია, “ფაიზერის” – 0.3% – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინების დანაკარგთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს “ჩვეულებრივი მიმდინარე ფაქტორია და დანაკარგი პროგნოზულადაც განსაზღვრული იყო”.

როგორც გაბუნია განმარტავს, ვაქცინაციის გეგმაში პროგნოზული დანაკარგი 15%-ა, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა 10 დოზიანია, ყველაზე მაღალი დანაკარგი, 3%, სწორედ ამ შემთხვევაში მოხდა. თუმცა გაბუნია ამბობს, რომ 3%-იანი დანაკარგი პროგნოზულ მაჩვენებელთან და სხვა საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით დაბალია.

“არაერთხელ გაჟღერდა, რომ რაღაც დოზა დაიკარგა, სადღაც გაქრა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უტრირებული აღწერა, იმ სიტუაციის, რომელთანაც საქმე გვაქვს. დოზის დანაკარგი ვაქცინაციის პროგრამაში ტექნიკური ტერმინია. თქვენ თვითონ ნახავთ ჩვენი ვაქცინაციის გეგმას, რომელიც მთავრობის დადგენილებით არის დამტკიცებული, პროგნოზური დანაკარგი გეგმაში 15%-ა.

ჩვენ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ასტრაზენეკას ვაქცინების დოზები 10 დოზიანია, ყველაზე მაღალი დანაკარგი გამოვიდა ასტრაზენეკას შემთხვევაში, რაც 3%-ა, რაც ზოგადად, როგორც პროგნოზულ მაჩვენებელთან, ასევე სხვა საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით, არის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი….

ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე ფაქტორი, რაც პოგნოზულადაც განსაზღვრული იყო”,- თქვა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – კვლევები, რომელიც თბილისთან დაკავშირებით ტარდება, აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა გაზრდილია
შემდეგი სტატიათუ ძალიან გინდათ თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას, იქნებ გაგიწიოთ ანგარიში – გამყრელიძე გადადგომაზე