ასტრაზენეკას ოფისთან აქტივისტები ვაქცინის ტექნოლოგიის გასაჯაროებას ითხოვდნენ

აქცია ასტრაზენეკას ოფისთან

ინგლისში კომპანია “AstraZeneca”-ს ოფისთან აქტივისტებმა აქცია გამართეს. ისინი ფარმა-კომპანიისგან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიის გასაჯაროებას ითხოვდნენ.

აქციის ორგანიზატორი იყო Global Justice Now ჯგუფი. აქციის თარიღი სპეციალურად დაამთხვიეს კომპანიის დაბადების დღეს, როცა ოფისებში მისი ხელმძღვანელები ერთად იყვნენ მისულები. აქცია გაიმართა კემბრიჯში, ოქსფორდსა და მაკსლსფილდში.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების გამოგონება დაფინანსებული იყო სახელმწიფო სახსრებით, სულ გამოგონების პროცესის 97% დაფინანსდა გადასახადების გადამხდელთა მიერ, ამიტომ, შედეგი უნდა იყოს “ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი”. პროტესტანტები მოითხოვენ ვაქცინის შემადგენლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადაეცეს.

გასულ კვირას აშშ-მ წამოაყენა წინადადება ვაქცინებზე პატენტის გაუქმების თაობაზე, იმისთვის, რომ ღარიბმა ქვეყნებმა თავად შეძლონ მისი წარმოება. ამ ინიციატივის წინააღმდეგ წავიდნენ საფრანგეთი და გერმანია. მათი აზრით, პრობლემა არა პატენტი, არამედ დოზების წარმოების დაბალი სიმძლავრეა.

banner
წინა სტატიაშიავსტრიელ მამაკაცს საკუთარი ცოლის კოვიდ 19 – ით მიზანმიმართულად დაავადებისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაპორტუგალიაში მესაზღვრეებს, რომლებმაც სასიკვდილოდ ცემეს უკრაინელი, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს