გაბუნია: „ასტრაზენეკას“ გამოყენების დროს ​ ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების დროს, ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა, თუმცა ის მალევე გამოიყვანეს მდგომარეობიდან

„იყო რთული რეაქცია, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაფიქსირდა კიდევ ერთი შემთხვევა, თუმცა მალევე მოხდა მისი კუპირება. დაახლოებით მსგავს ანაფილაქსიასთან გვქონდა საქმე. არის ანაფილაქსიის შოკი და ასევე ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობები, რომელიც შოკის სახით შეიძლება არ გამოვლინდეს, მაგრამ იყოს მსგავსი. ასეთი იყო ერთი შემთხვევა“, განაცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კიდევ ერთი ქალი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქცია განუვითარდა, ახლა კარგად არის.

ეს ახალგაზრდა ქალი არის ერთ-ერთ საავადმყოფოში. იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კომისიამ, იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი. იყო მწვავე ალერგიული რეაქცია. თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დადასტურებელი არ არის. ახლა ის კარგადაა“,- განაცხადა გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში, ბრიფინგზე

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშილევან ჯაფარიძე: მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა