AstraZeneca-ს ვაქცინას ვადა მაისის ბოლოს გასდის

13 მარტს შემოტანილ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზას ვადა 31 მაისს ეწურება – ამის შესახებ ჟურლანისტებისთვის გამართულ ვენიბინარზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აცრილთა და დაჯავშნილთა რაოდენობის მიხედვით, ასევე იმის გათავალისწინებით, რომ მაისის თვეში ბევრ ადამიანს უწევს ვაქცინის მეორე დოზით აცრა, ფიქრობს, რომ 43 200 დოზას აითვისებენ.

“რაც შეეხება AstraZeneca-ს ვაქცინას, რომელსაც ველოდებით აპრილში, სამწუხაროდ, სანამ ვაქცინა არ შემოვა, მათი ვარგისიანობის შესახებ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს იმდენად მცირე დოზებია ჩვენს საჭიროებასთან შედარებით, რომ მათი ათვისება მოესწრება და არ გახდება დოზები ჩამოსაწერი ვადის გასვლის გამო”, – ამბობს ზახაშვილი.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი მელიაზე – სასაცილო იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, რომ არ გამოვა
შემდეგი სტატიაზუგდიდის სასამართლომ, არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირი 600 ლარით დააჯარიმა