“ასტრა-ზენეკასა” და თრომბს შორის კავშირი დადასტურდა

ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინას “ასტრა-ზენეკასა” და თრომბების წარმოქმნას შორის კავშირი დადასტურდა იმ აცრილ ადამიანებში, რომელთაც ის განუვითარდათ.

“ჩემი აზრით, ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია ამის თქმა, აშკარაა ვაქცინასთან კავშირი. მაგრამ რა იწვევს ასეთ რეაქციას ჩვენ ჯერ არ ვიცით. ცერებრალური თრომბოზები არასრული თრობმოციტებით ძირითადი ფაქტორია, რომელიც კვლევებს საჭიროებს. უახლოეს რამდენიმე საათში ჩვენ ვიტყვით, რომ კავშირი არსებობს, მაგრამ გასარკვევი გვრჩება როგორ ხდება ეს” – სააგენტოს ვაქცინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ Il Messaggero – სთან ინტერვიუში თქვა – წერს უკრაინური ინტერნეტ გამოცემა eurointegration.

“ჩვენი შეფასების პროცესის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. საქმე იმაშია, რომ ამ კვირას ჩვენ გარკვეულ წინასწარ განმარტებებს გავაკეთებთ, მაგრამ ვეჭვობ შევძლოთ ასაკობრივი ბარიერის მითითება, როგორც ეს სხვადასხვა ქვეყნებმა გააკეთეს. იმ ძალიან მარტივი მიზეზით, რომ ჩვენ მარეგულირებელი ორგანო ვართ და ზუსტი მონაცემები უნდა გვქონდეს რისკისა და სარგებლის შესახებ” – კავალერიმ თქვა.

ევროპის წამლების სააგენტო დღემდე იძლეოდა “ასტრა-ზენეკას” უსაფრთხოების რეკომენდაციას და როგორც ვაქცინის ბრიტანულ-შვედური მწარმოებელი, უარს ამბობდა ვაქცინასა და წარმოქმნილ თრომბებს შორის კავშირზე. თუმცა, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, მისი გამოყენება შეზღუდა. გასულ კვირას ბრიტანეთში განაცხადეს, რომ “ასტრა-ზენეკათი” აცრილი 18 მილიონი ადამიანიდან 30 შემთხვევაში თრომბი განვითარდა.

წყარო

banner
წინა სტატიაშიუკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ირანმა ათობით პირს დასდო ბრალი
შემდეგი სტატიაწამლების სააგენტო საკუთარი თანამშრომლის აზრს ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირზე არ იზიარებს