“ასტრა-ზენეკას” მესამე დოზა მაღალ იმუნიტეტს ტოვებს

კორონავირუს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო “ასტრა-ზენეკას” ვაქცინის მესამე დოზა მაღალ იმუნიტეტს ტოვებს. თუმცა, რადგანაც ეს ვაქცინა ორი დოზის შემდეგ ისედაც დიდი ხნით იცავს ვირუსის ახლა არსებული ვარიანტებისგან, მესამე დოზის გაკეთება სავალდებულო არ არის – Oxford Vaccine Group ვაქცინების კვლევითი ჯგუფის დირექტორმა ენდრიუ პოლარდმა თქვა. მისი თქმით, მიუღებელია ბრიტანეთში მესამე დოზის გაკეთება მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს ვაქცინები საერთოდ არა აქვთ – “დოიჩე ველე” წერს.
ბრიტანეთის მთავრობა შემოდგომით საკუთარი მოსახლეობის ხელახლა ვაქცინირების გეგმას განიხილავს. მიმდინარე მომენტში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სამეფოს სამ მეხუთედს უკვე გაკეთებული აქვს.
დღევანდელი ინფორმაციით, კორონავირუსი კოვიდ-19 მსოფლიოში 181,9 ადამიანს შეეყარა, მათგან 4 მილიონი გარდაიცვალა, 166,4 მილიონი კი – გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიკანადაში ტემპერატურამ +46°C-სს მიაღწია
შემდეგი სტატიაფილიპ რიკერი – დავით ზალკალიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა გადავეცი