ასტანაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

ყაზახური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ასტანაში ცნობილი ფსიქოლოგის მარინა პაშკოვსკაიას ქართველი მეუღლე არჩილ დავითაძე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც თავად დაკარგულის მეუღლეზე დაყრდნობით ვრცელდება, 25 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ დავითაძე 18 მაისის 15 საათის შემდგომ არავის უნახავს, ამ დროიდან მან ტელეფონზე პასუხის გაცემაც შეწყვიტა,ხოლო 19 მაისიდან მისი ტელეფონი გათიშულია.
ყაზახური მედიის ცნობით, დავითაძე ასტანაში ლეგალურად ცხოვრობდა და მას კანონიერ მეუღლესთან 3 წლის გოგო ჰყავს. მეუღლის განცხადებით, არჩილი წყნარი, წესიერ, არააზარტული ადამიანია, რომელსაც არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია და არც არანაირი დავალიანება ვინმესი.
,,ის დოკუმენტებსაც მუდამ თან ატარებდა და არასდროს დიდი ხნით არ იგვიანებდა, რადგან სახლში პატარა გვყავს,, აცხადებს მარინა პაშკოვსკაია, რომელიც აღნიშნავს, რომ ყაზახურ პოლიციაში უკვე განაცხადი შეიტანა ძებნის დაწყების შესახებ.

banner
წინა სტატიაშითაიმზ სქვერზე მანქანის შევარდნის ვიდეომასალა გავრცელდა
შემდეგი სტატიატრამპმა ლავროვთან, FBI-ს უფროსს ფსიქოპატი და შეშლილი უწოდა