გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, შარიფის ოფისისა და ირანული მედიის ინფორმაციით, პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს აშშ-ისა და ირანის დელეგაციები შეხვდნენ.
გამოცემის მიხედვით აშშ-ის მხარეს ვიცე-პრეზიდენტი ჯ. დ. ვენსი ხელმძღვანელობს, ხოლო ირანის დელეგაციას პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ ყალიბაფი.
შეხვედრა დიპლომატიური კონტაქტების ფარგლებში გაიმართა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ოფიციალურად არ არის გამოცხადებული. მხარეებს შორის ძირითადი უთანხმოებები კვლავ რჩება, რაც პროცესის პროგრესს ართულებს.
მხარეები პაკისტანში მიმდინარე დიპლომატიური პროცესის ფარგლებში განიხილავენ რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების შესაძლებლობებს. თუმცა არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი კვლავ ბოლომდე არ არის განსაზღვრული.
დიპლომატიური წყაროების მიხედვით, შეხვედრები მიმდინარეობს მედიაციის პირობებში და მიზნად ისახავს პოზიციების დაახლოებას, თუმცა აშშ-სა და ირანს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ რჩება. მოლაპარაკებების საბოლოო შედეგები ამ ეტაპზე უცნობია.


















