ასპინძასა და ნინოწმინდაში ბრუცელოზის შემთხვევები გამოვლინდა

ინფექციური დაავადება ბრუცელოზი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში ერთ პირს დაუდასტურდა, ხოლო ცხოველში ბრუცელოზის შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი აღნიშნავს, ბრუცელოზით ინფიცირების ერთი შემთხვევა, მიმდინარე წლის აპრილში, სოფელ ივერიაში გამოვლინდა. ინფექცია მამაკაცს დაუდასტურდა. იგი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, აქ ბრუცელოზი მხოლოდ პირუტყვს დაუფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – წმინდა სავალუტო შემოდინებები რეკორდულად მაღალ დონეზე