ასპინაძაში ცაბაძის მხარდასაჭერად მორაგბეები ჩავიდნენ

ასპინძის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი და წარსულში ცნობილი მორაგბე ლევან ცაბაძე აცხადებს, რომ ხმებს დაცვა სჭირდება და ამიტომ მის გვერდით მისი მეგობრები, მორაგბეები იქნებიან. განცხადება ცაბაძემ ამის შესახებ საარჩევნო უბანზე გააკეთა.

“მთავრობისთვის სამწუხაროდ, მორაგბე ვარ. ჩემი მეგობრები უბრალო მორაგბეები არიან, ისინი ჩემს დასახმარებლად მოდიან არა როგორც მორაგბეები, არამედ, როგორც მეგობრები. ამ ფონზე, ხმებს დაცვა სჭირდება, ამიტომ ისინი ჩემს გვერდით იქნებიან”. აცხადებს ცაბაძე

შეგახსენებთ, რომ ლევან ცბაძე, რომელიც 2014 წლიდან ასპინძის გამგებელი იყო, არჩევნებამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რომ სუს-ი მის მომხრეებზე ზეწოლას ახდენს . ცაბაძე “ქართული ოცნების” წევრია, თუმცა არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

banner
წინა სტატიაში„პატრიარქს მარკირება არ გავუკეთეთ, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ“ – საარცევნო კომისიის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიარუსთავის 67-ე საარჩევნო უბანზე სასწრაფო გამოიძახეს