ასოშეითედ პრესი: WikiLeaks-ი ჩვეულებრივი მოქალაქეების მონაცემებს ასაჯაროვებს

WikiLeaks-ი თავისი მოწოდებისთვის, იბრძოლოს სამართლისთვის, რომლის ფარგლებშიც საიდუმლო სახელმწიფოებრივ დოკუმენტებს ასაჯაროვებს, მოქალაქეების პირადი ცხოვრების უფლებას ლახავს, მათ შორის იმათი, ვისზეც სექსუალური ძალადობა განხორციელდა, ან ავადმყოფი ბავშვების და სხვა – “ასოშეითედ პრესი” ავრცელებს.
WikiLeaks-მა მიმდინარე წელს სახელმწიფო მასალებთან ერთად გამოაქვეყნა სამედიცინო დოკუმენტები, სადაც მოქააქეების პირადი მონაცემები იყო მოცემული, ასევე, ინფორმაცია მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ასევე, გამოქვეყნებული იყო მოქალაქეების საპასპორტო მონაცემები.
“მათ გამოაქვეყნეს ყველაფერი: ჩემი ტელეფონი, მისამართი, სახელი და სხვა მონაცემები” – სააგენტოს საუდის არაბეთის მკვიდრმა მოუთხრო. მისი თქმით, ასევე გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომელიც მის ყოფილ ცოლთან დავის პროცესებს შეეხებოდა.
“ასოშეიტედ პრესის” თქმით, სტატიის გამოქვეყნების პერიოდისთვის მათ WikiLeaks-ის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟისგან კომენტარის მიღება ვერ შეძლეს.
WikiLeaks-ი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც იპოვებს და აქვეყნებს საიდუმლო ინფორმაციებს. ორგანიზაციის მიზანია “მნიშვნელოვანი ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანა”.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიამაია ჭრელაშვილი : ,,ე.წ ტერაქტის საქმეზე დაკავებულმა დანაშაულის ჩადენის მოტივად რუსული ბაზების აფეთქების სურვილი დაასახელა”